30.04.2019წ. ნორიოს საჯარო სკოლის 1-ა კლასში ჩატარდა ქართული ენა და ლიტერატურის წრის ,,მხიარული ანბანის" მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო: სიტყვებიდან ხმოვნებისა და თანხმოვნების ამოცნობა. საწრეო მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალებებს. წრეს ხელმძღვანელობდა- მანანა აბრამაშვილი.
Сообщения
Сообщения за апрель, 2019
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ნორიოს საჯარო სკოლის 1-ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან-მანანა აბრამაშვილთან ერთად მუშაობენ პროექტზე--,,ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე" 1 ეტაპი კლასში ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე: ,, დედამიწა შველას ითხოვს". დავისახეთ გეგმა და მივიღეთ გადაწყვეტილება დავასუფთაოთ სკოლის ეზო და მისი შემოგარენი. დავრგათ ნაძვები და ყვავილები,გავალამაზოთ სკოლის ეზო. 2 ეტაპი ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა დაამზადეს ბანერები ,,ნაგავს ნუ დაყრით"
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ნორიოს საჯარო სკოლის 1-ა კლასში აქტიურად მიმდინარეობს მათემატიკის წრის ,,ნორჩი მათემატიკოსების" საწრეო მუშაობა. წრის მუშაობის მიზანია: შეკრების კომპონენტების და ცნებებისა და შესაბამისი ტერმინების გაცნობა. 0-ის თვისებების შესახებ ცოდნის განმტკიცება. 0-იდან 10-მდე რიცხვების შესახებ წარმოდგენების (ჩაწერა, გამოყენება, შედგენილობა) შემდგომი განვითარება. შეკრების მოქმედებისა და მისი კომპონენტების სწორი წაკითხვის უნარის განვითარება. მათემატიკური ტოლობების წაკითხვის უნარის გამომუშავება. ამოცანის ამოხსნის გზის ძიების გააზრება. ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხის გამოყენების უნარის განვითარება. ამოცანების ამოხსნის ჩატარება ჯგუფური მუშაობის ფორმით. 10-ის ფარგლებში 1-ის, 2-ის, 3-ის, 4-ის, მიმატებისა და გამოკლების გამოყენების უნარის განვითარება. რიცხვების მიმატების სხვადასხვა წესის გაცნობა 10-ის ფარგლებში. 20-მდე რიცხვების ზეპირი ნომერაციის შესახებ ცოდნის განმტკიცება. წრეს ხელმძღვანელობს--- მანანა აბრამაშვილი
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ნორიოს საჯარო სკოლის 1-ა კლასში აქტიურად მიმდინარეობს ქართული ენა და ლიტერატურის ,,მხიარული ანბანის" საწრეო მუშაობა. წრის დაარსების მიზანია: კითხვის უნარ-ჩვევის განვითარება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება. ზეპირმეტყველების განვითარება. სწორი წერის უნარ-ჩვევის განვითარება. თანმიმდევრულად თხრობა. ილუსტრაციის აღწერა. გრაფიკული ჩვევების განვითარება. აზროვნების განვითარება. არგუმენტირებული მსჯელობა. მარტივი წინადადებების შედგენა. წრეს ხელმძღვანელობს: მანანა აბრამაშვილი
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
03.04.2019წ. ნორიოს საჯარო სკოლის 1-ა კლასში ჩატარდა მათემატიკის წრის ,,ნორჩი მათემატიკოსების" მორიგი შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო: რაოდენობების შედარება. წრის მუშაობა იყო დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საწრეო მუშაობაში.წრეს ხელმძღვანელობდა: მანანა აბრამაშვილი.